
აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სროლის შედეგად 5 პირი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი მოკლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ხუთივე დაღუპული ერთმა ადამიანმა მოკლა, ასევე დაჭრილია კიდე 2 ადამიანი, მათგან ერთი პოლიციის თანამშრომელია.
დამნაშავე პოლიციამ რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ დააკავა. პოლიცია თავდამსხმელის ვინაობას არ ასახელებს.