
13 ოქტომბერს რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, საკუთარ telegram არხზე ავრცელებს.
"უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლაივის რეგიონში 13 ოქტომბერს ღამის დაბომბვის შემდეგ, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გადაუდებელი და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებში სულ 5 ადამიანი იპოვეს. 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა" - წერს კიმი
გარდა ამისა, მაშველებმა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის ცხედარი სამარშრუტო სადგურის ნანგრევებში იპოვეს.
კიმის ინფორმაციით, დაბომბვები ისევ გრძელდება.