დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.

„16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, - ამბობს სანაკოევი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.

ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად სანაკოევი 2006 წელს დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი