
თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, რადგან მათი აზრით, კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
ყველაზე მეტ შეშფოთებას კანონის 29-ე მუხლის იწვევს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1 დან 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.