უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების სადამკვირვებლო პუნქტი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა, მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვთან ოკუპანტების სადამკვირვებლო პუნქტი გაანადგურა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები აცხადებენ.

"ქალაქ ოჩაკოვთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს მტრის მიერ კონტროლირებადი სადამკვირვებლო პუნქტი და ორი ირანული დრონი „შაჰიდ-136“  - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში უკვე გაანადგურეს რუსი ოკუპანტების რვა კამიკაძე დრონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი