ჩეჩნეთში, ახალ სპორტკომპლექსს კადიროვის 15 წლის შვილის სახელი მიანიჭეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ქალაქ ქურჩალოეში, საბიუჯეტო სახსრებით აშენებული სპორტკომპლექსი გაიხსნა, რომელსაც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ვაჟის, ელი კადიროვის სახელი მიენიჭა.

ელი (ზელიმხან) კადიროვი 15 წლისაა. ის რამზან კადიროვის მეორე ვაჟია და ბიძის - ახმატ კადიროვის უფროსი ვაჟის სახელი ჰქვია, რომელიც 2004 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით - გულის შეტევით.

რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და სხვა ნათესავებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი