უკრაინამ ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, ოკუპანტებისგან 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია - უკრაინის დამცველთა დღე... თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია  75 დასახლებული პუნქტი. 9 ოქტომბრის მდგომარეობით, შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით 1170 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი