ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს - კრემლის განკარგულება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. 

მედიის ინფორმაციით, მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა კომპანია Нижнеангарсктрансстрой-ს დაევალა, რომელმაც სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

 ცნობისთვის, აფეთქება ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად, ხანძარი რკინიგზის ნაწილზე გავრცელდა, რის გამოც დაზიანებულია საავტომობილო გზაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი