რუსეთმა რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა.
რეზნიკოვის თქმით, ამ დროისთვის რუსეთის განკარგულებაში სხვადასხვა ტიპის 600-ზე მეტი რაკეტა რჩება. 

"რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ", - ამბობს მინისტრი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებამდე რუსეთს ისკანდერის ტიპის 900 რაკეტა, "კალიბრის" ტიპის 500 და Х-101 და Х-555 ტიპის 444 ფრთოსანი რაკეტა ჰქონდა. ახლა კი აგრესორს შესაბამისად - 124, 272 და 213 რაკეტა დარჩა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი