"თუ ვინმეს სჭირდება დღეს კიდევ სამძიმარის თქმა და გვერდით დგომა, ალბათ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მერე, არის კახა კალაძე. იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ დღეს მისი განცხადებები, მისი განწყობაც, დამოკიდებულება. ყველა ვიცნობთ ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, ის ამ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ეს ამ ქალაქში მოხდა, სადაც ის არის არჩეული მერი.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულება და თან ერთი ადამიანის პიროვნულად, ვისაც პირდაპირი შეხება კონკრეტულ საკითხებთან არ ჰქონია, კიდევ უფრო მეტი დანაშაული იქნება"
ამბობს "იმედის" ეთერში თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ვლადიმერ ბოჟაძე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას.