"მე არ ვარ გმირი, მე ვიღებ გმირებს" - ფოტოგრაფი აზოვსტალიდან, რომელმაც "სინათლის სხივი" გადაიღო

გამოქვეყნდა:

ცნობილმა ფოტოგრაფმა "აზოვსტალადან" დიმიტრი კაზაცკიმ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა, როგორ შექმნა ლეგენდარული ფოტო "სინათლის სხივი", რომელიც მარიუპოლის მცველების სიმბოლოდ იქცა.

"პირველი კადრი ფრონტალური შუქით გადავიღე, უბრალოდ ტელეფონი დავდე რომ დამეტესტა. მეორე დღეს, უკვე კამერით წავედი იქ სურათის გადასაღებად" ამბობს კაზაცკი.

მისი თქმით, ვინაიდან არ ჰქონდა შტატივი, კამერა "რაღაცით" დაამაგრა, დააყენა ტაიმერი, გაიქცა და  შუქის წინ დადგა.

კაზაცკიმ მხოლოდ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შეიტყო, რომ მისი ფოტო ლეგენდად იქცა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოც მიიღო. 

დიმიტრი კაზაცკი, იგივე „ორესტი“ აზოვსტალის ქარხნის საველე ჰოსპიტალში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების კადრების ავტორია. მისმა გადაღებულმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა.

"მე უბრალოდ ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მე არ ვარ გმირი, მე ვიღებ გმირებს. რომ არა ეს არტილერისტები, ქვეითი, ნაღმმტყორცნები და სხვა ნაწილები, ისინი უბრალოდ არ იარსებებდნენ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ასეთი ადამიანების გადაღება“ - ამბობს ფოტოგრაფი.

ის 80 დღეზე მეტი სხვა თანამებრძოლებთან ერთად იცავდა და იმყოფებოდა უმძიმეს პირობებში მარიუპოლის, „აზოვსტალის“ ქარხანაში. კოზაცკი მძიმე ტყვეობის შემდეგ მხოლოდ 51 კგ-ს იწონიდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო კურსს გადის. 

ცნობისთვის, ტყვედ ჩავარდნის წინა დღეს კოზაცკიმ "აზოვსტალის" მცველების ფოტოების სერია ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ივნისის დასაწყისში მას მიენიჭა პოლონური Grand Press Photo 2022-ის, ხოლო მისმა ფილმმა "უკანასკნელი დღე აზოვსტალზე" მიიღო ხარკოვის MeetDocs დოკუმენტური კინოფესტივალის ჯილდო.

შეგახსენებთ, უკრაინამ მტრის ტყვეობიდან 215 დამცველი 22 სექტემბერს დააბრუნა. მათ შორის აზოვსტალის გმირები და მეთაურები- დენის პროკოპენკო, ვოლინა, პალამარი, ასევე ოლეგ ხომენკო,  დენის შლეგუ, დენის შლეგუ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი