"მიუღებელია... ეს კონფლიქტის მიმდინარეობის არცოდნას ნიშნავს" | პუტინი მაკრონის განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ემანუელ მაკრონის კომენტარი, რომ მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის დესტაბილიზაციას მიმართავს, უარყო. 

„ვფიქრობ, ეს განცხადება მოწმობს კონფლიქტის მიმდინარეობის არცოდნას,“ - თქვა პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეხვედრაზე ასტანაში, ყაზახეთში და დასძინა, რომ მაკრონის ნათქვამი „გაისმა უადგილოდ, მე ვიტყოდი, დამახინჯებით, ამიტომ, ის მიუღებელია“.

შეგახსენებთ, რომ მაკრონმა ტელეარხ France 2-თან ინტერვიუში მოსკოვი არასტაბილური რეგიონის დესტაბილიზების მცდელობის ჩარჩოებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამასწინანდელი შეტაკებების განზრახ პროვოცირებაში დაადანაშაულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი