რუსეთში, ეკატერინბურგში, პლასტმასის საწარმო იწვის.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრია. ცნობილია, რომ ცეცხლმა შენობის სახურავი მთლიანად გაანადგურა.
მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.