
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ავრცელებს.
"კიევის ოლქი! სარაკეტო თავდასხმა ოლქის ერთ-ერთ თემზე. ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის" - თქვა მან.
კულებას თქმით, საჰაერო იერიშის მაუწყებელი სიგნალი გრძელდება და მოქალაქეები თავშესაფარში რჩებიან.