"არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიყო სპეციალურად გაკეთებული ვიღაცის მიერ" - ფურცხვანიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

კომპანია "გრინსერვის +-ის" ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ტარიელ კიკნაძე ამბობს, რომ საქმეში არ არის "იმ დოზით მტკიცებულებები", რომელიც ფურცხვანიძის ბრალდეულობას გამოკვეთს. 

"საქმეში არ არის იმ დოზით მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა საფუძველი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლაშა ფურცხვანიძის პასუხისმგებლობის დადგომისა. გამოძიება ინტენსიურად გაგრძელდება და ალბათ, გამოიკვეთება შემდგომ თუ ვინ იყო ის პირი, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიყო ეს სპეციალურად გაკეთებული ვიღაცის მიერ",- ამბობს ტარიელ კიკნაძე. 

თავად კომპანია "გრინსერვისის" დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე არ გამორიცხავს, რომ  ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა წინასწარგანზრახულ იყოს. დაახლოებით 30-საათიანი  გამოკითხვის შემდეგ, ფურცხვანიძემ პოლიცია გუშინ, გვიან ღამით, დატოვა. 

ამასთან, 2 დღე გავიდა მომხდარიდან თუმცა სამართალდამცავ უწყებას ჯერ სავარაუდო დამნასავეები არ გამოუკვეთია.

ცნობისთვის, ჩვენება უკვე მისცა 100-მდე პირმა, მათ შორის დაშავებული და დაღუპული არასსრულწლოვნის, მარიტა მეფარიშვილის თანაკლსელებმა და მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმაც, რომელიც ამტკიცებს,რომ შადრევანი საექსპერტო დასკვნებისა და ყველნაირი შემოწმების შემდეგ ჩაიბარეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი