საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, თურქეთში შავი ზღვის პირას მდებარე ბართინის პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა, 11 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება 300 მეტრის სიღრმეზე ნახშირის მაღაროში მოხდა.