
თურქეთში, ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადა შაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ და აღნიშნა, რომ ერთი დაკარგული მაღაროელის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მისი თქმით, აფეთქების დროს მაღაროში მომუშავე 110 ადამიანიდან 58 სამაშველო ჯგუფებმა გადაარჩინეს ან თვითონ გამოვიდნენ. მისივე თქმით, რთულია ვითარება ერთ-ერთ შახტაში.
სოილუმ თქვა, რომ ერთი მაღაროელი საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 10 ჯერ კიდევ მკურნალობს ბართინისა და სტამბულის კლინიკებში.
”იქ ისევ ხანძარია, მაღაროელებმა და სამაშველო ჯგუფებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს, რომ საკუთარი ძმები იქ არ დატოვონ”, - თქვა სოილუმ მაღაროში.
ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა მოგვიანებით თქვა, რომ მაღაროში ხანძარი ძირითადად ლოკალიზებულია, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობი გრძელდება.
თურქეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინციდენტის მიზეზებზე, მაგრამ პირველადი მინიშნებები იყო, რომ აფეთქება გამოწვეული ქვანახშირის მაღაროში მეთანის დიდი რაოდენობის დაგროვებით.