"მოვედით მოძმე ბელარუსების დასახმარებლად" | „რეგიონული ჯგუფის“ შესაქმნელად რუსი სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ 

გამოქვეყნდა:

ბელარუსიში ჩავიდნენ რუსი სამხედროების პირველი ეშელონები, რომლებიც რუსულ-ბელარუსული ძალების "რეგიონული ჯგუფის" შემადგენლობაში იქნებიან - ამის შესახებ BBC ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

მათი ცნობით, სამხედროებს ორკესტრით და ზეიმით შეხვდნენ. 

„სიმართლე გითხრათ, შეხვედრა იყო მოულოდნელი, ძალიან თბილი. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მოვედით მოძმე ბელარუსი ხალხის დასახმარებლად, მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი დავალება, რასაც სარდლობისგან მივიღებთ. ჩვენ ყველას გვაქვს საბრძოლო განწყობა, საბრძოლო სულისკვეთება", - ამბობს კომპანიის მეთაურის მოადგილე ვიქტორი. 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 10 ოქტომბერს გამოაცხადა "ჯარის რეგიონული დაჯგუფების" შექმნა. მას მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია, რადგან ლუკაშენკო ირწმუნება, რომ თითქოს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე დარტყმისთვის ემზადებიან.

რუსეთ-ბელარუსული ჯარების ჯგუფის შექმნის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის სამიტზე მოუწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ განლაგებულიყვნენ ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი