რუსთავში შვილის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 38 წლის ქალს სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.
მეზობლების თქმით, ქალი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია და მისი მეუღლე ამჟამად ძალადობის ბრალდებით სასჯელს იხდის.
"გაკეთდა სამსაათიანი ოპერაცია ნაწლავების მრავლობით დაზიანებით. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, ამჟამადაც იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე.
სამართალდამცველებმა 19 წლის ბიჭი გუშინვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე: