ბელგოროდის რაიონში ნავთობის საცავი იწვის | რუსეთი კვლავ უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოეს მახლობლად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ეს მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად. 

„კიდევ ერთხელ დაგვიბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში ნავთობის საცავს მოხვდა. მე შემთხვევის ადგილზე ვარ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს. გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - წერს გლადკოვი "ტელეგრამის" არხზე.

TASS საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნავთობის საცავში ათი ავზიდან ერთი დაზიანდა.

სოფელი რაზუმნოე მდებარეობს ბელგოროდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი