
ოკუპანტებმა ენერგოდარიდან ბავშვების რუსეთში წაყვანა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ენერგოდარის მერზე, დიმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორლოვის თქმით, ოკუპანტებს ბავშვები კრასნოდარის მხარეში გადაჰყავთ.
"ხერსონის რაიონში სიტუაციის მნიშვნელოვანი გამწვავების მიუხედავად, დღეს ენერგოდარიდან ოკუპანტები ბავშვებს რუსეთის ფედერაციაში აგზავნიან“, - ამბობს ორლოვი
მანამდე, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონიდან ბავშვების რუსეთში წაყვანას აპირებენ.