
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომ ბახმუტის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე რუსებმა კონტროლი დაამყარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
არესტოვიჩის თქმით, წარმატებას სწორედ უკრაინელმა სამხედროებმა მიაღწიეს და წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. მან არ დააკონკრეტა ფრონტის რომელ მონაკვეთზე დაიხიეს რუსებმა უკან.
„სვატოვოს რაიონში იყო გარკვეული მოძრაობები, რუსული შენაერთები ცდილობდნენ კონტრშეტევას - მაგრამ ამაოდ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ერთ ადგილას რუსები გაყარეს. არ ვამბობთ რომელ ადგილას ჯერჯერობით, რადგან გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია“, - თქვა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში.