გახშირებული თავდასხმების გამო კრემლმა სამხედრო კომისარიატების დაცვა გააძლიერა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში სამხედრო კომისარიატების შენობების დაცვა გააძლიერეს. მიზეზი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გახშირებული თავდასხმებია.

"რიგ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების შენობებთან, განლაგებულია რუსეთის გვარდიის დაკავების ჯგუფები. გარდა ამისა,მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო კომისარიატების შენობები პატრულირების მარშრუტებშია ჩართული" - წერს  რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ალექსანდრ ხიშტეინი

როგორც რუსული მედია წერს, პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ სამხედრო კომისარიატების და სხვა ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების 50-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი