ჰყავს თუ არა პუტინს დედა?!  და თუ ჰყავს, არის თუ არა ის საქართველოში მცხოვრები ვერა პუტინა, რომელსაც საუკუნეს 4 წელი აშორებს. ის 96 წლისაა. საზოგადოებასთან კომუნიკაცია უკვე აღარ შეუძლია. რეალობაა თუ მითი არავინ იცის, მაგრამ მთელი მსოფლიო ცდილობს დაადგინოს ვინ არის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა. 

დიქტატორის ბიოგრაფიაში  ბევრი გასაიდუმლოებული დეტალია, თუმცა კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დღესაც შეხვდებით ადგილობრივებს, ვისაც  ნამდვილად ჰყავდათ კლასელი ბიჭი, რომლის სახელი და გვარი იყო ვლადიმერ პუტინი. ჩავწერეთ მისი მერხის მეგობარი. ასევე პუტინის სავარაუდო ნახევარ-და ლუბა, რომელიც ვრცელ ინტერვიუს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით უცნობი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ უარი თქვა. 

ვრცელდება ინფორმაცია პუტინის გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ სოფელ მეტეხში, მის გაპრეზიდენტებამდე. თუმცა დედასთან არ მივიდა. ვლადიმერ პუტინი რომ ნამდვილად ცხოვრობდა საქართველოში ამაზე წერენ ევროპელი ჟურნალისტები. მის  ბიოგრაფიას იკვლევს და წიგნიც დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა კრისტინა კურბაჩ-რედლიხმა. ინტერვიუში ის ყვება რა არგუმენტები აქვს, რომ დიქტატორი მეტეხელი ვლადიმერ პუტინია.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი