
15 ოქტომბერს უკრაინული პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული7 გემი გავიდა
არსებული ინფორმაციით, პროდუქტი აზიის და ევროპის ქვეყნებში გაიგზავნება.
"მარცვლეულის დერეფნის ხელშეკრულების ფარგლებში ოდესისა და იუჟნის პორტები 7-მა გემმა დატოვა. უკრაინული აგროპროდუქცია აზიის და ევროპის ქვეყნებში გაიგზავნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინის პორტებიდან სულ 341 გემი გავიდა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 7,5 მლნ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია.