
ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს ისევ უფასოდ მიაწვდის - "ჯანდაბა... მიუხედავად იმისა, რომ Starlink კარგავს ფულს და სხვა კომპანიები იღებენ მილიარდობით დოლარს გადასახადის გადამხდელთა ფულს, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას", - წერს მასკი
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას SpaceX-მა განაცხადა, რომ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტს უფასოდ აღარ მიაწვდიდა.
Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყაროა, რაც მათ საშუალებას აძლევთ იყვნენ კავშირზე მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი და საკაბელო ქსელები ნადგურდება.