მედიის ცნობით, რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაჭრილები. გავრცელებული ინფორმაციებით, სროლა სოფელ სოლოტის პოლიგონზე მოხდა. ცეცხლი სამმა რუსმა სამხედრომ გახსნა. დაუდასტურებელი ცნობებით, ამ სამიდან ორი საპასუხო სროლისას დაიღუპა, ხოლო ერთი გაიქცა. უმისამართო სროლას კი ჯამში, მედიის ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაიჭრა. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.