მძიმე ვითარებაა დონბასში, ჩვენი არმია ბახმუტის მიმართულებით წარმატებით მოქმედებს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ჩვენი არმია მედგრად იბრძვის. ყოველდღიურად ვანადგურებთ მტრის სამხედრო შენაერთებს, იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. უკრაინის გამარჯვებას მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მტერი ირანული რაკეტებით ბომბავს უკრაინას. აუცილებლად დადგება ის დღე როდესაც უკრაინის მიმართულებით ნასროლ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ჩამოვაგდებთ, ეს გარდაუვალია - ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის. მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ჩვენი არმია ბახმუტის მიმართულებით წარმატებით მოქმედებს და პოზიციებს ამაგრებს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს.

- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი