დონეცკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა.

რუსული მხარე მომხდარს უკრაინას აბრალებს. დონეცკის ოლქში ე.წ. თავდაცვის შტაბის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად განადგურდა საკრებულოს შენობა.

ე.წ.  "ადმინისტრაციის ხელმძღვანელის",  ალექსეი კულემზინის თქმით, დაიწვა სამი მანქანა, ჩამსხვრეულია მინები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი