#DefendingUkraine – დღეს, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 16 ოქტომბერს 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

თავდაპირველად ის 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა ის გადადეს.

14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი