გამოკითხულთა 90%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს - კვლევა

გამოქვეყნდა:

ავტორიტეტულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა "რეიტინგმა" უკრაინაში სოციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

აზრები განსხვავებულია გამარჯვებასთან დაკავშირებით, მაგალითად, 50-60%-თვის გამარჯვება უკრაინის ტერიტორიების მთლიანობის აღდგენაა 1991 წლის საზღვრებში, თუმცა არსებობს უფრო აგრესიული განწყობებიც.

"რეიტინგის" ხელმძღვანელმა, ალექსეი ანტიპოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის ქმედებებით კმაყოფილების ხარისხი ახლა 84%-ია. ზელენსკის ასეთი მაჩვენებლები არ ჰქონდა მის მიმართ ნდობის პიკზეც კი, 2019 წლის შემოდგომაზე. 

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, უკრაინაში შემცირებულია რუსული ენის პოპულარობა. თუ ომამდე უკრაინელების დაახლოებით მეოთხედი რუსულს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა, ახლა ეს რიცხვი 13%-მდე შემცირდა.

ამჟამად უკრაინელების 76% მიიჩნევს, რომ მათი მშობლიური ენა უკრაინულია, 2012 წელს ეს რიცხვი 57%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლის ზრდა 2014 წლიდან დაიწყო. უკრაინელების 86% კი ფიქრობს, რომ უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა უნდა იყოს, ომამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორი მესამედი იყო. რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას ამჟამად უკრაინელების 3% უჭერს მხარს.

კვლევით ასევე ირკვევა, რომ უკრაინელების 99%-ზე მეტი ეთანხმება თეზისს - "რუსეთი მტერია". მარტში უკრაინელების 13% დადებითად იყო განწყობილი რუსების მიმართ, აპრილში - 8%, ხოლო აგვისტოში - 3%.

გამოკითხულთა 80% ვერ ხედავს რუსებთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას ან ამბობს, რომ ამას 20-30 წელი დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი