ბელგოროდში აფეთქებები მოხდა | თვითმხილველების თქმით, 16 ჭურვი ჩამოვარდა 

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსეთის ოლქში, ბელგოროდში ისევ აფეთქებების ხმა ისმოდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება აეროპორტის ტერიტორიაზე მოდა. 

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იტყობინება, რომ 11:00 საათზე ქალაქში აფეთქების ხმა 16- ჯერ გაისმა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოებიც. 

უკრაინული მედია UNIAN წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდაცვა მუშაობდა, რის შემდეგაც ქალაქის თავზე კვამლი შენიშნეს.

ცნობისთვის, ბელგოროდი მდებარეობს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. არსებული ინფორმაციით,  სწორედ ამ რეგიონიდან უშვებენ ოკუპანტები რაკეტებს უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი