უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის დეოკუპაციისთვის ემზადებიან - ფედოროვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად ემზადებიან.

ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი Telegram-ზე ავრცელებს და უკრაინული სამხედროების ბოლო წარმატებებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით:

  • გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი.
  • ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი სამხედრო;
  • პოლოგში - 30-მდე დაჭრილი დამპყრობელი;
  • კამენკა-დნეპროვსკაიაში განადგურდა 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი დამპყრობელი.

პარალელურად, ზუსტდება დაღუპულთა რაოდენობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი