"როგორც იძახიან, შადრევანში კაბელია გადაქერცლილი თუ გადაჭრილი..." | "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორი

გამოქვეყნდა:

სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში არსებული დენის კაბელი დაზიანებული იყო. 

ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს, მათგან 5 სწორედ "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაატარა,

"როგორც იძახიან, კაბელია გადაქერცლილი თუ გადაჭრილი, არ ვიცი, მაგის ბრალია თუ სხვა რამის არ ვიცი. ჩვენ ჩვენი ეტაპის მერე საერთოდ აღარ ვყოფილვართ იქ. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, უსაფრთხო იყო თუ არა", - თქვა მან.

აღნიშნული კომპანია 2022 წელს შავ სიაში შეიყვანეს. როგორც დირექტორი განმარტავს, ამის მიზეზი დოკუმენტზე ხელმოწერა იყო.

"ხელმოწერის გულისთვის, თანამშრომლის ხელმოწერის გულისთვის, რომელიც გარდაცვლილი იყო და დავასვი ფაქსიმილეა საბუთს", - თქვა მან.

ზურაბ ამირანაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიებამ კომპანიის თანამშრომლები დაკითხა, თუმცა თავად ამირანაშვილი არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, იმ შემთხევვაში თუ დაიბარებენ პოლიციის განყოფილებაში, დეტალურად მიაწვდის გამოძიებას იმ ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები შეასრულა ვაკის პარკში. 

ამავე თემაზე:

კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია - "რადიო თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი