ხვალ სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში მაია სანდუს შეხვდება

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათი ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი