ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები - The Washington Post 

გამოქვეყნდა:

ირანი მზად არის, რუსეთს მისცეს არა მხოლოდ უპილოტო თვითმფრინავები, არამედ მცირე რადიუსის რაკეტები უკრაინის ომისთვის, იუწყება The Washington Post

გამოცემის ცნობით, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებების დასასრულებლად. აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.

The Washington Post-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ირანი, ასევე, ამზადებს უპილოტო თვითმფრინავების ახალ პარტიას რუსეთში გასაგზავნად. კერძოდ, ათობით თვითმფრინავს Mohajer-6 და Shahed-136. გარდა ამისა, ირანელი ინსტრუქტორები ეწვივნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს, რათა ასწავლონ რუს ჯარისკაცებს თვითმფრინავების გამოყენება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი