მუხიანში მომხდარი აფეთქების ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადააასვენეს.
45 წლის გელა გონიკაშვილი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქებას ემსხვერპლა. მეზობლები ამბობენ, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. ასევე არ იციან, როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის სახლში რამდენიმე სახეობის იარაღი და კიდევ ერთი ხელყუმბარა.
ჩაკეტილი ტიპი იყო. არავისთან კონტაქტი არ ჰქონდა, არანაირი მეზობელი არავითარი გამარჯობა და სულ იყო სახლში, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. ასევე არ გამოირიცხება გაზის ბალონის აფეთქების ვერსია.
მამაკაცი მცირე ტერიტორიაზე, ფიცრულში ცხოვრობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარი მძიმე მდგომარეობაში დახვდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.