ამ წუთებში თბილისში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია-პერფორმანსი, რომელიც უკრაინელების მიერ არის ორგანიზებული, 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა გადადეს.
რუსეთი ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის დაბომბავს აგრძელებს. მიუხედავად ოკუპანტების მცდელობისა ჩვენი ერი ერთიანია. ჩვენი არმია კონტრშეტევებსა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას აგრძელებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ჩვენს მებრძოლებს სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ. ეს ადამიანები ჩვენი დ ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან. დღეს ასევე ჩვენი მებრძოლების, ჩვენი დამცველების დღე აღინიშნება და გვინდა მათ ვაჩვენოთ, რომ ერთიანები ვართ, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.