აფეთქება წალენჯიხაში | შურისძიება ერთადერთ ოპოზიციონერ მერ, გია ხარჩილავაზე

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას ძლიერი შოკი პოლიტიკურმა ცხოვრებამ სხვა მხრიდანაც მიიღო და სულ სხვა კონტექსტში. გია ხარჩილავას, წალენჯიხის მერს საცხოვრებელ სახლთან გაჩერებული მანქანა დემონსტრაციულად დაუწვეს და ქვეყნის ერთადერთ ოპოზიციონერ მერს ასეთი ფორმით ერთგვარად მიულოცეს ამ საპასუხსიმგებლო თანამდებობაზე არჩევიდან ერთი წლის გასვლა.

წალენჯიხა ამჯერადაც წყალგამყოფი აღმოჩნდა. ერთი წლის წინ ამ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა დაამტკიცეს, რომ მოსყიდვის, ძალადობის თუ შანტაჟის პირობებშიც კი, შესაძლებელია ოლიგარქის და "ქართული ოცნების" დამარცხება. და აი ერთი წლის შემდეგ, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ქვეყანაში ახალ რეალობას ამკვიდრებენ - ამკვიდრებენ პოლიტიკურ ტერორს ყველაზე მძიმე ფორმებით. "ქართული ოცნებიდან" ოპონენტებს მერი არც ამჯერად მოუკითხავთ, და არც მაშინ, როცა წალენჯიხას თავს 
ძლიერი სტიქია დაატყდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი