რუსული კამპანია არასამთავრობოების წინააღმდეგ | რას აკეთებს "ოცნება" ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ევროპული პერსპექტივა - ანუ შანსი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუ ქვეყანა 12 მარტივ პუნტქს დააკმაყოფილებს. ამ ორი პუნქტიდან ერთ-ერთია პოლარიზაციის დასრულება და დაძაბული პოლიტიკური ატმოსფეროს განმუხტვა, კიდევ ერთ-ერთი პუნქტია, გადაწყვეტყილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტად ჩართვა.

დღეს სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაზე შევჩერდებით. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი პრაქტიკულად ხელიდან გააშვებინა ქვეყანას, ახლა ცდილობს პოლარიზაცია პოლიტიკად უკვე სამოქალაქო სიბრტყეში გადაიტანოს. და ნაცვლად ამ ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო თანაშრომლობისა და მათი აზრის მოსმენისა, ახლა სახელისუფლებო მედია მიუსია და ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოუცხადა.

თუმცა არასამთავრობოების გარშემო დაწყებული ამ სახელისუფლებო ისტერიის უკან კიდევ უფრო სახიფათო სცენარი დგას - რუსული სცენარი, სადაც მსგავსი დემოკრატიული და უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობა ანალოგიური სცენარით ჯერ შეავიწროვეს, შემდეგ კი საბოლოოდ აკრძალეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი