"საზღვრების დასაცავად ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება" | ბელარუსის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვრების დასაცავად ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება,- ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ვალერი რევენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს ქვეყანაში ჩასვლა.

მისივე თქმით, ჯარების გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ცნობისთვის, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარები რუსულ ძალებთან ერთად, უკრაინიდან და დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო, უკრაინის საზღვართან "ერთობლივი დაჯგუფების" ფარგლებში განლაგდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი