უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი სამეგრელოში, წალენჯიხაში, მშობლიური სახლში გადაასვენეს. პროცესიას საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით შეხვდნენ, შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი.

ცხედრისთვის პატივის მისაგებად მისულებმა ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი.

ქართველ მებრძოლს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2104 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი