
კიევში, შევჩენკოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსის კამიკაძე დრონებით დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამ დროისათვის 18 ადამიანია გამოყვანილი, ნანგრევებში რჩება კიდევ 2 ადგილობრივი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, დღეს, 17 ოქტომბრის დილას რუსებმა უკრაინის დედაქალაქზე ავიაიერიში ირანული კამიკაძე დრონებით მიიტანეს, რასაც შევჩენკოს რაიონში რამდენიმე აფეთქება მოჰყვა.
შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ირანული თვითმფრინავი კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. განგაში ამ დრომდე გრძელდება. გერაშენკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა კიევის რკინიგზის სადგურთანაც.