ნატო-ს ბირთვული ძალების წვრთნები დღეს დაიწყება. სამხედრო სწავლებაში სახელწოდებით "მტკიცე შუადღე", მონაწილეობას 14 ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. სწავლების პროცესში ჯარისკაცები იმ თვითმფრინავებს გამოიყენებენ რომლითაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ. ასევე გამოიყენებენ სამხედრო ბომბდამშენებს, მზვერავი თვითმფრინავებს და საწვავით უზრუნველყოფისთვის საჭირო ავიაციას. სასწავლო ფრენები დაგეგმილია ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში.