"მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება" - აქცია სოფელ მაღლაკში

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. 

სოფელში მცხოვრები 400-მდე ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი და მოუწესრიგებელი  საავტომობილო გზის გამო ტრანსპირტის მძღოლებმა სოფლის მომსახურეობაზე უარი თქვეს. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ წლებია მათ სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფლის მოსახლეობა ოპოზიციურად არის განწყობილი, რის გამოც ხელისუფლება მათ სამაგალითოდ სჯის. მათივე ინფორმაციით, თუ სოფელის პრობლემები უახლოეს პერიოდსი არ მოგვარდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიამრთავენ.

არ არის ალბათ, ხსენებაში, ან რუკაზე საერთოდ, მაღლაკი არ არსებობს. სად არის გამგებელი? მოვიდეს, ხალხს უთხრას, მე ეს შეგპირდით და ვერ გავაკეთე. რატო არ მოდის, რატო იმალებიან? მარტო ხმის მიცემის დროს გამოჩნდებიან? არცერთი "ოცნების" წარმომადგენელი სოფელში არ შემოვიდეს, - ამობობს ერთ-ერთი ადგილობრივი 

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის თქმით, სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

ეს პრობლემები გრძელდება და მოთხოვნა აქვს ამ ხალხს, რომ გზის, წყლის, ხიდების პრობლემები აქვთ, საძოვრაის პრობელები აქვთ, რომელსაც სტატუსი შეუცვალეს და მოსახლეობას ჩამოერთვა, გარდა ამისა ეს ხალხი, ყველა ჩაითვალა თვითდასაქმებულად, სამი თვე ეს ხალხი სახლში დასვეს და ერთი ლარცი არ მიუღია არცერთს სახელმწიფოსგან. ის მიმალური რასაც პირდებოდნენ არც ის არ მიუღიათ და გაუსაძლის მდგომარეობაშია მოსახლეობა, არ იციან რა ქნან, ბავშვები რითი გამოკვებონ, - ამბობს ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

აქციის მონაწილეების თქმით, თუ წყალტუბოს მერია 30 დღის განმავლობაში რაიმე პრობლემას არ მოაგვარებენ. ისინი სოფლიდან წყალტუბოს მერიასთან გადაინაცველებ და შენობის პიკეტირებას მოახდენენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი