დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას, ისინი ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი G20-დან რუსეთის გაგდებას ითხოვს. ამის შესახებ ის twitter-ზე წერს.

 "ისინი, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეების გაყინვის მიზნით კრიტიკულ  ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემენ და ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად ტოტალურ მობილიზაციას აცხადებს, G20-ის ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ვერ დასხდებიან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განვდევნოთ", - დაწერა პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი