ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი არსებობს ჩვენ თავთან - ზურაბიშვილი EU-ს 12 რეკომენდაციაზე

გამოქვეყნდა:

"სწორი არის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ჩვენც ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენ თავთან. ჩვენ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და რეკომენდაციები რაც ჩვენ გვეხება. ჩვენ შემთხვევაში 12 რეკომენდაციაა და ეს არის გამოწვევა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით,  რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ და არა ცალ -ცალკე და ერთი მეორეს წინააღმდეგ. ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ, ამითი იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი, ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ თავთან გვაქვს  ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს არ გვაძლევს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის  და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ რომ სოლიდარობა არის ჩვენი ნაბიჯი რუსეთის ქმედებებზე." 

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი