
კიევში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქს დღეს დილით 28 დრონით შეუტიეს. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.