კიევის დაბომბვას 6 თვის ორსული ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, შენობიდან, რომელიც დილით ოკუპანტებმა დაბომბეს, სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოჰყავთ. მისივე ინფორმაციით, მათ შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალი 6 თვის ორსული იყო. 

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დაწერა კლიჩკომ.

მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კიევის მერმა თქვა, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე "უკრაინელი ხალხის გენოციდის" ნაწილია.

"რუსეთს უკრაინა უკრაინელების გარეშე სჭირდება. მათ უნდათ რომ იცხოვრონ გათბობის, ელექტროენერგიის, სიცოცხლის გარეშე. მათ ტერიტორია სჭირდებათ", - წერს კლიჩკო.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი