დადგება თუ არა კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი | რას გადაწყვეტს თბილისის მერი

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედიიდან 5 დღეა გასული, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე დედაქალაქის მერი არ ჩქარობს. სახელისუფლებო გუნდი კი კახა კალაძის თანამდებობის შესანარჩუნებლად გაერთიანდა.

საპარლამენტო ლიდერები და მერიის მაღალჩინოსნები თავის მართლებასთან ერთად პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ, თუმცა ეს ვერ აჩერებს საზოგადოებრივ პროტეტს. რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის მერი, რომელიც კაბინეტში სათადარიგო შესასვლელიდან ავიდა, საპროტესტო შეძახილებს ისმენდა.

კალაძის უწყებამ ხუთშაბათს პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ განაცხადი მიიღო - წარწერით - კახა კალაძემ აიღოს პასუხისმებლობა ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი